Accentnews.ge
სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს

სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს

22/11/2021 10:03:50 საზოგადოება

კულტურის სამინისტროში, სადაც თეა წულუკიანის ბრიფინგი გაიმართა, “მთავარი არხის” და “ტვ პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია ქოქოსაძე აცხადებს, კულტურის სამინისტროში ჩანიშნულ ბრიფინგზე "მთავარი არხი" არ მიუწვევიათ, თუმცა პოლიტიკური აქტივობის შესახებ საკუთარი წყაროებით შეიტყვეს, სამინისტროში კი დაწყებამდე 30 წუთით ადრე მივიდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ღონისძიებაზე არ დაუშვეს და კონკრეტული მიზეზიც არ დაუსახელეს. ჟურნალისტის თქმით, სამინისტროს მიმღებში მყოფმა თანამშრომელმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთხრა, რომ ბრიფინგი უკვე დაწყებული იყო. ტელეარხის ცნობით, სამინსიტროს პრეს–სამსახურმა "მთავარი არხის" ზარებს ჯერ არ უპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გათიშა.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების უფლება მისცეს რამდენიმე მედიას, მათ შორის, “იმედს”, “რუსთავი 2-ს”, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" და “პოსტ TV-ს”.

ღონისძიებაზე არ დაუშვეს არც “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტელეარხი სახალხო დამცველს მიმართავს და რეაგირებას სთხოვს, რადგან მისი შეფასებით, ეს იყო ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

ჟურნალისტების ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი ან განცხადება კულტურის სამინიტროს ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S