Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის განახლების შესახებ იუწყებიან

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის განახლების შესახებ იუწყებიან

18/11/2021 07:52:13 მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის განახლების შესახებ იუწყებიან. კერძოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა სროლები განახორციელეს ტავუშის რაიონში განთავსებული სომხეთის თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობით, სომეხმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. მისი ინფორმაციით, ამჟამად რაიონში მდგომარეობა სტაბილურია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემშედინსკის რაიონის ჩინარლისა და მუჰანჯიგის სოფლებში განთავსებულმა სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს თოვუზის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.

16 ნოემბერს საღამოს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე. იმავე დღეს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. მანამდე, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S