Accentnews.ge
საქართველოში დეკემბრიდან ზეთი კიდევ უფრო გაძვირდება

საქართველოში დეკემბრიდან ზეთი კიდევ უფრო გაძვირდება

15/11/2021 09:38:02 ეკონომიკა

საქართველოში დეკემბრიდან მზესუმზირის ზეთზე ფასის მნიშვნელოვნად მატებას პორგნოზირებენ. აღნიშნულის მიზეზად რუსეთის გადაწყვეტილება სახელდება, რომლის თანახმადაც ქვეყანა 1 დეკემბრიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 276.7 დოლარამდე ზრდის. ცვლილება 82$–ს აჭარბებს. საქართველოში კი იმპორტირებული ზეთის თიქმის 90% სწორედ რუსეთიდან შემოდის. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნიდან 25 257.6 ტონა ზეთის შესაძენად 36.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 42.9%-ით მეტია, მაშინ როდესაც შეძენილი ზეთის მოცულობა 14.9%-ითაა შემცირებული.

სპეციალისტები გამოსავალს ადგილობრივი წარმოების წახალისებაში ხედავენ. ცნობისთვის: მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო მცურავი ბაჟი რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა და ის 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. „აგროექსპორტის“ ცენტრის მონაცემებით, 10 თვეში რუსეთმა 5.4 მლრდ დოლარის ღირებულების ზეთის და ცხიმის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში მომხმარებლებს ზეთი თითქმის 70%–ით გაუძვირდათ.

იხილეთ ასევე: სპეციალისტები პურის ფასის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S