Accentnews.ge
50-მდე მიგრანტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა

50-მდე მიგრანტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა

14/11/2021 10:36:52 მსოფლიო

პოლონეთში აცხადებენ, რომ 50-მდე მიგრანტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა,– იუწყება „როიტერი“.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 50 მიგრანტისგან შემდგარმა ჯგუფმა ბელარუსის საზღვარი გაარღვია და პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა სოფელ სტარცინასთან. მიგრანტები პოლონეთის პოლიციამ დააკავა, რომელთაგან 22 ერაყის მოქალაქეა.

ამასთან, სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასულ დღეს ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის 223 ფაქტი დაფიქსირდა.

მანამდე უწყება აცხადებდა, რომ ბელარუსმა სამხედროებმა პოლონეთთან სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტი ჩადის ბელარუსში ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის იმედით. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს და დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S