"ბელარუსმა სამხედროებმა პოლონეთთან სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს"
14/11/2021 10:31:04 მსოფლიო
ბელარუსმა სამხედროებმა პოლონეთთან სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს - იუწყება პოლონეთის სასაზღვრო სამსახური.
ამავე წყაროს ცნობით, შემთხვევა პოლონეთის სოფელ ჩერემხასთან მოხდა. ბელარუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ახლადაშენებული კედლის მანქანებით დანგრევა სცადეს. მათ პოლონელი ჯარისკაცებისთვის მხედველობის შეზღუდვის მიზნით ლაზერის სხივები და სტრობული განათებაც გამოიყენეს.
პოლონეთისა და ბელარუსის სასაზღვრო ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ევროკავშირი ბელარუსს პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არალეგალური მიგრაციის შეგნებულად წახალისებაში ადანაშაულებს.


