Accentnews.ge
სამი ქალაქი, სადაც CEC–ის მონაცემებით, მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ

სამი ქალაქი, სადაც CEC–ის მონაცემებით, მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ

03/10/2021 01:52:17 საზოგადოება

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პარალელური დათვლის შედეგებით, რომელიც უბნების 14.99%–ის მონაცემებს მოიცავს, სამ ქალაქში მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა არსებული მონაცემებით, მეორე ტურები 16 ოლქშია მოსალოდნელი, მათ შორის – თბილისში:

ზუგდიდი

  • ანზორ მელია (ენმ) – 48. 78
  • მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) – 38.61

წალენჯიხა

  • გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 48.45%
  • გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 38.18%

ბათუმი

  • გიორგი კირთაძე (ენმ) - 44,14%
  • არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 40, 53%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 10 საათი გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S