
CEC-ის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები 16 ქალაქში გაიმართება
03/10/2021 00:39:24 საზოგადოება
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 16 ქალაქში მერების არჩევნების მეორე ტურებია მოსალოდნელი. ამ დროისთვის დათვლილია უბნების 14.99%, შედეგების მიხედვით კი სავარაუდოდ, მეორე ტურები მოსალოდნელია: თბილისში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ხელვაჩაურში, ხულოში, ხარაგაულში, ხაშურში, ქუთაისში, გორში, წალკა, რუსთავში, თელავში, თიანეთში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მონაცემები შესაძლოა, შეიცვალოს როგორც დასახელებულ, ისე სხვა საარჩევნო ოლქებშიც.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისს. კახა კალაძეს უკვე დათვლილი საარჩევნო უბნების მიხედვით ხმათა 44.8% აქვს, 35.06 – ნიკა მელიას, ხოლო გიორგი გახარიას – 8.98%.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. საარჩევნო უბნების დახურვიდან უკვე 8 საათზე მეტი გავიდა.