
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
29/09/2021 06:55:52 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქსა და ორ რეგიონში გამოვლინდა. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა,
- აჭარა – 96,
- იმერეთი – 363,
- ქვემო ქართლი – 147,
- შიდა ქართლი – 90,
- გურია – 56,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155,
- კახეთი – 286,
- მცხეთა-მთიანეთი – 37,
- სამცხე-ჯავახეთი – 33,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც:
- 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 566, აჭარაში – 405, იმერეთში – 909.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 381, აჭარაში – 123, იმერეთში – 307.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 21, იმერეთში – 27.
- 726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 204 – აჭარაში.
- 14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.
- სულ 6 ოქტომბრიდან – 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 178 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი,– მონაცემებს NCDC აქვეყნებს. ვირუსმა ქვეყანაში ჯამში 8 917 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამასთან, გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან განიკურნა 1 914 პირი.