
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
29/09/2021 06:40:09 საზოგადოება
ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი,– მონაცემებს NCDC აქვეყნებს. ვირუსმა ქვეყანაში ჯამში 8 917 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამასთან, გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან განიკურნა 1 914 პირი.
ბოლო 24 საათში 32 522 ტესტი ჩატარდა.
სულ ჩატარდა - 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია12 469 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი:
- დღიური - 5,93%,
- ბოლო 14 დღის - 6,16%,
- ბოლო 7 დღის - 5,82%