Accentnews.ge
კობახიძე – ნამახვანჰესზე: "ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია"

კობახიძე – ნამახვანჰესზე: "ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია"

22/09/2021 13:03:51 ეკონომიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებას, ხელშეკრულება გაწყვიტოს სახელმწიფოსთან.

"ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. [...] ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიაი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით.

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - ამბობს კობახიძე.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S