Accentnews.ge
მედია: „ნამახვანჰესი” აღარ აშენდება

მედია: „ნამახვანჰესი” აღარ აშენდება

22/09/2021 11:51:40 ეკონომიკა

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება – იუწყება გამოცემა bm.ge და განმარტავს, რომ ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

BMG 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით.

მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტა არ აწყობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ:

"ხელისუფლებაში მყოფი მთელი წყება ჩინოვნიკების არის დაინტერესებული ამ პროცესით ფინანსურად. ეს პირდაპირ ურტყამთ მათ. ის რომ ენკა გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს... თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში, გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S