Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

21/09/2021 07:19:29 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა, თუმცა კლების ტენდენცია შეინიშნება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ თბილისს აქვს. ამ მხრივ რთული ვითარებაა რეგიონებში, ჯამში კი ვაქცინაციის ისედაც ნელი ტემპი კიდევ უფრო იკლებს: დედაქალაქში მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 70%–ია აცრილი, ხოლო რეგიონებში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი ტემპი ქვემო ქართლში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობის 11.7% აიცრა. ამ დროისთვის საქართველოს მაჩვენებელი ასეთია: ნახევარ წელიწადში ორივე დოზით აცრილია 24.8%, ანუ მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, გამოვლენილი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა,
  • აჭარა – 149,
  • იმერეთი – 492,
  • ქვემო ქართლი – 181,
  • შიდა ქართლი – 161,
  • გურია – 48,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270,
  • კახეთი – 319,
  • მცხეთა-მთიანეთი – 63,
  • სამცხე-ჯავახეთი – 60,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც:

  • 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1 028.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 132, იმერეთში – 338.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 15, იმერეთში – 29.
  • 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში.
  • 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი.
  • სულ 6 ოქტომბრიდან – 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 160 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S