
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს
18/09/2021 07:53:44 საზოგადოება
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი, 10 დღის წინ, 7 სექტემბერს საქართველოში გაკეთდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 27 011 ვაქცინა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ასეთია:
- 17 სექტემბერი - 19 273
- 16 სექტემბერი - 19 148
- 15 სექტემბერი - 25 150
- 14 სექტემბერი - 24 941
- 13 სექტემბერი - 26 125
- 12 სექტემბერი - 14 703
- 11 სექტემბერი - 21 199
- 10 სექტემბერი - 25 132
- 9 სექტემბერი - 24 325
- 8 სექტემბერი - 24 670
- 7 სექტემბერი - 27 011
საქართველოში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 25%-მდე. სპეციალისტების თქმით კი საჭიროა, მინიმუმ 60% იყოს აცრილი, რათა კორონავირუსის მეუთე ტალღა, რომელსაც შემოდგომის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან, სედარებით მსუბუქად გადავიტანოთ.
ამ დროისათვის აცრის პროცესი ყველაზე რთულად მიდის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია გურიასა და სამცხე-ჯავახეთშიც.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 52 პაციენტი. კორონავირუსს საქართველოში სულ 8 498 ადამიანი ემსხვერპლა.