Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ბაიდენმა საფრანგეთს ზურგში ლახვარი ჩასცა“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ბაიდენმა საფრანგეთს ზურგში ლახვარი ჩასცა“

16/09/2021 10:02:06 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული „უსაფრთხოების პაქტი“ გააკრიტიკა.

როგორც ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტმა „ზურგში ლახვარი ჩასცა საფრანგეთს და ტრამპის მსგავსად მოიქცა“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ გააფორმეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტი, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმების მიხედვით, ავსტრალიას წვდომა ექნება ამერიკულ ბირთვულ წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიასთან. შესაბამისად, ავსტრალია გაწყვეტს ფრანგული წყალქვეშა ნავების შექმნის შესახებ პარიზთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომლის ღირებულება 40 მილიარდს აღწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S