
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 18.8%
09/09/2021 10:13:25 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 8 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 670 ადამიანი.
15 მარტიდან გაკეთებულია 1 405 877 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 869 483 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30.4%. სრულად ვაქცინირებულია 536 394 - მოზრდილი მოსახლეობის 18.8%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.
იხილეთ ასევე: "კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის"
როგორ ემზადებიან საქართელოში კორონავიუსის ახალი, „მიუ შტამის“ წინააღმდეგ