Accentnews.ge
100–ზე მეტი უკრაინელი ავღანეთიდან ევაკუაციას ითხოვს

100–ზე მეტი უკრაინელი ავღანეთიდან ევაკუაციას ითხოვს

09/09/2021 10:08:03 მსოფლიო

უკრაინის 159-მა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავღანეთიდან ევაკუაციის თხოვნით მიმართა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე რჩება უკრაინის 159 მოქალაქე, რომლებმაც სახლში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს“, – აღნიშნა კულებამ.

მინისტრის თქმით, საევაკუაციო რეისების განსახორციელებლად დიპლომატები მუშაობენ ტაჯიკეთში, პაკისტანსა და ირანში არსებულ საელჩოებთან, ასევე იმ ქვეყნების საელჩოებთან, რომლებსაც თალიბებთან კავშირები აქვთ:

„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც მოგვმართეს ევაკუაციის თხოვნით, არ განეკუთვნებიან რისკჯგუფებს, რომელთა უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება. ისინი არ არიან ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები ან საზოგადოებრივი აქტივისტები“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა 200 პირს ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს, მაგრამ არიან თუ არა მათ შორის უკრაინის მოქალაქეები, უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S