Accentnews.ge
Reuters: თალიბები 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვას აძლევენ

Reuters: თალიბები 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვას აძლევენ

09/09/2021 09:01:30 მსოფლიო

"თალიბანმა" თანხმობა განაცხადა, აშშ-ის და მესამე ქვეყნების 200 მოქალაქეს ნებართვა მისცეს, დატოვონ ქვეყანა და ჩარტერული რეისებით ქაბულის აეროპორტიდან გაფრინდნენ,– იუწყება Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

არ არის ცნობილი, არის თუ ეს 200 მოქალაქე იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ჩარჩნენ, რადგან არ მისცეს გაფრენის უფლება.

7 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თალიბები აშშ-ს დაპირდნენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც საბუთები ექნებოდათ, „შეუზღუდავად გაუშვებდნენ“.

ამჟამად ავღანეთში იმყოფება მინიმუმ, ასი ამერიკელი, ასევე ათასობით სხვა მოქალაქე, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა სურთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S