
საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
03/09/2021 06:51:30 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952, გარდაიცვალა 86 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
- ჩატარდა 36 400 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 132, PCR ტესტით - 15 268.
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,34%, ბოლო 14 დღის - 9,72%, ბოლო 7 დღის - 8,98%.
- სულ ჩატარდა - 1 259 391 აცრა, დღიურად აცრილია - 23 518.
იხილეთ ასევე: თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა