Accentnews.ge
თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

03/09/2021 07:25:57 საზოგადოება

ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა კვლავ თბილისზე მოდის, თუმცა გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. კერძოდ, გამოვლენილი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა,
  • აჭარა – 282,
  • იმერეთი – 375,
  • ქვემო ქართლი – 188,
  • შიდა ქართლი – 213,
  • გურია – 84,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237,
  • კახეთი – 289,
  • მცხეთა-მთიანეთი – 72,
  • სამცხე-ჯავახეთი – 69,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782, საიდანაც 7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 099. მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.

2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 222 – თბილისში, 801 – აჭარაში; 36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – სამი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 471 პირი, აჭარაში – 5 403, იმერეთში – 3 829.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8.34%, ბოლო 14 დღის – 9.72%, 7 დღის – 8.98%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S