Accentnews.ge
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

02/09/2021 10:22:45 მსოფლიო

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-ს აღწევს. ამის შესახებ თურქეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი იუწყება.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა თურქეთს თავს 11 აგვისტოს დაატყდა. ძლიერმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა და ღვარცოფი ქვეყნის რამდენიმე ჩრდილოეთ პროვინციაში. დაზიანდა შენობები, მანქანები და ინფრასტრუქტურა.

13 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დაზარალებულ პროვინციებში ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S