Accentnews.ge
38 დაღუპული, 329 დაკარგული, უშუქოდ დარჩენილი 200–მდე სოფელი – თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან (ვიდეო)

38 დაღუპული, 329 დაკარგული, უშუქოდ დარჩენილი 200–მდე სოფელი – თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან (ვიდეო)

14/08/2021 06:30:05 მსოფლიო

​თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა​. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, სტიქიამ 32 ადამიანი კასტამონუსში, 6 პირი სინოპში იმსხვერპლა.

დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. თურქული მედიის ცნობით, შესაბამის სამსახურს 329 მოქალაქის მოძიების თხოვნით მიმართეს, მათ ამ დრომდე ეძებენ.

წყალდიდობამ ბარტინის, კასტამონუს, სინოპისა და სამსუნის პროვინციები დააზარალა. დაზარალებული რაიონებიდან ვერტმფრენებისა და ნავების გამოყენებით 1 700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნული პროვინციების 200–მდე სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თურქეთს წყალდიდობა ოთხშაბათს დაატყდა თავს. დატბორილია ქუჩები, დანგრეულია ხიდები, საავტომობილო გზები, ჩამოწვა რამდენიმე მეწყერი, მოვარდნილმა წყალმა უამრავი ავტომობილი წაიღო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

გუშინ სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა:

„სახელმწიფო რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებს ყველაფერს და იმედია, კვლავ აღვდგებით ფერფლიდან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S