როგორ აღნიშნეს თალიბებმა ქაბულის აეროპორტში შესვლა (ვიდეო)
31/08/2021 07:09:55 მსოფლიო
ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გასვლის დასრულებისთანავე "თალიბანი" ქაბულის აეროპორტში შევიდა.
თალიბები ამერიკული ჯარის გასვლის პროცესის დასრულებას მიესალმნენ.
Celebratory gunfire from #Taliban fighters shooting tracer rounds into #Kabul's night sky after #US withdrawal. pic.twitter.com/4dhrHz7CNw
— Nabih (@nabihbulos) August 30, 2021
"ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა „თალიბანის“ პრეს–სპიკერმა ყარი იუსუფმა.
მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ ათვალიერებენ თალიბები აშშ–ის მიერ აეროპორტში დატოვებულ ტექნიკას.
#Taliban fighters enter into what had minutes before been the #US controlled portion of #Kabul Airport after withdrawal and end of #airlift. Washington ends its 20-year war in #Afghanistan. pic.twitter.com/4c4OBc8bBb
— Nabih (@nabihbulos) August 30, 2021
ამავე თემაზე: რა შეიარაღება დატოვა აშშ–მა ქაბულის აეროპორტში.


