Accentnews.ge
რა შეიარაღება დატოვა აშშ–მა ქაბულის აეროპორტში

რა შეიარაღება დატოვა აშშ–მა ქაბულის აეროპორტში

31/08/2021 06:27:02 მსოფლიო

აშშ–მა ავღანეთიდან კონტინგენტის გაყვანის შემდეგ ქაბულის აეროპორტში 73 თვითმფრინავი, 70 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტიორი და 27 ამერიკული Humvee დატოვა.

როგორც შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფრანკ მაკკენზიმ განაცხადა, ამერიკელმა სამხედროებმა სამშობლოში გაფრენამდე აღნიშნულ ტექნიკას "დემილიტარიზაცია გაუკეთეს".

”ეს თვითმფრინავები ვეღარასოდეს გაფრინდება", - განაცხადა გენერალმა მაკკენზიმ.

მისივე თქმით, ამერიკელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს მაღალტექნოლოგიური სარაკეტო თავდაცვის სისტემა C-RAM, რომელიც აეროპორტში გუშინ აამოქმედეს სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც, "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, თალიბებს ხელში ჩაუვარდათ შეიარაღება, რომელიც აშშ–მა ავღანეთის არმიას გადასცა.

„ყველაფერი, რაც არ განადგურებულა, ახლა თალიბებს ეკუთვნით", – განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

2002-2017 წლებში ავღანეთმა ​აშშ–სგან 28 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, მათ შორის რაკეტები, ავტომატები, ჯავშანტრანსპორტიორები, ღამის ხილვის სათვალეები, უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ავღანურ ძალებს 208 თვითმფრინავი გადასცა.

როგორც Reuters–ს ერთ -ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, 40 -დან 50 -მდე თვითმფრინავი უზბეკეთში გაფრინდა. ავღანელმა მფრინავებმა იქ თავშესაფარი ითხოვეს.

"აღსანიშნავია, რომ ვიდრე თალიბები ქაბულს აიღებდნენ, მანამდე დაიწყეს ავღანელი მფრინავების მოძიება და ლიკვიდაცია", – წერს გამოცემა.

კიდევ ერთი წყაროს თანახმად, თალიბების მიერ ხელში ჩაგდებული იარაღის ზუსტი რაოდენობა არ მოიპოვება, მაგრამ დაზვერვა ვარაუდობს, რომ თალიბები აკონტროლებენ 2000-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს, მათ შორის ამერიკულ Humvee-ს, და 40-მდე საფრენ აპარატს, მათ შორის Black Hawks-ის ტიპის ვერტმფრენებს, სადაზვერვო მოიერიშე ვერტმფრენებსა და ScanEagle-ის ტიპის სამხედრო დრონებს.

ამავე თემაზე: რა შეიარაღება დარჩა "თალიბანს" და რას გეგმავს ბაიდენის ადმინისტრაცია (ვიდეო)

ცნობისთვის: აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დღეს დაასრულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S