Accentnews.ge
"სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღება"

"სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღება"

30/08/2021 10:13:03 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღება.

"ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რათა სასკოლო გარემო იყოს უსაფრთცო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმო და UNICEF ქვეყნებს სასწავლო პროცესის საკლასო ეთახებში განახლებისა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების აცრებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S