Accentnews.ge
BBC - ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 140 პირი

BBC - ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 140 პირი

26/08/2021 18:24:57 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 140 პირი, – იუწყება BBC.

რიგითი მოქალაქეების გარდა, The Wall Street Journal–ის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 4 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული.

ცოტა ხნის წინ პენტაგონმა დაადასტურა ჯარისკაცების დაღუპვისა და დაშავების ფაქტები, თუმცა მათი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S