მედია – ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 4 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
26/08/2021 18:00:09 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 4 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, – იუწყება The Wall Street Journal.
მისივე ცნობით, დაშავებულია სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
პენტაგონმა დაადასტურა ჯარისკაცების დაღუპვისა და დაშავების ფაქტები, თუმცა მათი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ცოტა ხნის წინ ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. როგორც მედია იუწყება, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 რიგითი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 60–ზე მეტი პირი. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.


