Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყოს

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყოს

23/08/2021 10:52:39 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალი კახეთშიც მოეწყოს.

"სადრეისოდ ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში 3 საველე ჰოსპიტალია. ამასთან, განიხილება საველე ჰოსპიტალების მოწყობის საკითხი იმერეთსა და აჭარაშიც.

იხილეთ ასევე: თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S