თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
23/08/2021 07:30:58 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2354 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 5200 პირი გამოჯანმრთელდა, 60 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა,
- აჭარა - 368,
- იმერეთი - 316,
- ქვემო ქართლი - 108,
- შიდა ქართლი - 108,
- გურია - 64,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156,
- კახეთი - 166,
- მცხეთა-მთიანეთი - 33,
- სამცხე-ჯავახეთი -75,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1 133.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.
3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557 - თბილისში, 1 193 - აჭარაში.
46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 118, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 100 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 313, პირი, აჭარაში - 6 137, იმერეთში - 4 824.


