Accentnews.ge
რომელ რეგიონებში პროგნოზირებს ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესებას

რომელ რეგიონებში პროგნოზირებს ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესებას

23/08/2021 10:42:35 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების გარკვეული სტაბილიზაციაა, თუმცა სხვა რეგიონებში იგი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებს.

"სადრეისოდ ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე: თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S