Accentnews.ge
"თალიბანი" აცხადებს, რომ ბაგრამის ბაზა აიღო და ციხიდან 5000 თალიბი პატიმარი გაათავისუფლა

"თალიბანი" აცხადებს, რომ ბაგრამის ბაზა აიღო და ციხიდან 5000 თალიბი პატიმარი გაათავისუფლა

15/08/2021 11:05:58 მსოფლიო

"თალიბანის" აცხადებს, რომ ქაბულთან მდებარე ბაგრამის ბაზა და ციხე აიღო. მისივე ცნობით, ბაგრამის ციხიდან 5000 თალიბი პატიმარი გაათავისუფლა.

ავღანეთში, ბაგრამის ბაზა "თალიბანისა" და "ალ–ქაედას" წინააღმდეგ აშშ–ისა და NATO-ს 20–წლიანი ომის ეპიცენტირი იყო.

ბაგრამის ბაზა. 2013 წელი

ბაგრამის ბაზა 1950 – იან წლებში საბჭოთა არმიამ ააშენა და 1980–იან წლებში მისი მთავარი ბაზა იყო. საბჭოთა არმიამ ავღანეთი 1989 წელს დატოვა. მისი გასვლიდან 3 წლის შემდეგ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობა დაეცა, ქაოსი კი 1996 წელს "თალიბანის" მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით დასრულდა. აშშ და NATO 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში შევიდნენ. კერძოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალები ბაგრამზე 2001 წლის დეკემბრიდან განთავსდნენ. დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა უზარმაზარ ბაზად, რომელიც ერთდროულად 10 000-მდე ჯარისკაცს იტევდა.

2001 წელს ფაქტობრივად განადგურებული ბაზა ამერიკელებმა აღადგინეს. ამჟამად მისი ფართობი დაახლოებით, 77 კვ.კმ–ია. მას ემსახურება ორი ასაფრენი ბილიკი, რომელთა სიგრძე ორ მილზე მეტია. მისი საშუალებით დიდი ტვირთებისა და ბომბდამშენი თვითმფრინავების მიღებაა შესაძლებელი.

ბაზაზე განთავსებული ციხე "ავღანეთის გუანტანამოს" სახელით იყო ცნობილი.

მიმდინარე წლის ივლისში ბაზა ამერიკულმა კონტინგენტმა სრულად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამზე NATO–ს მისიის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ განთავსებულნი. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.

იხილეთ ასევე: აშშ–ისა და ევროპის ქვეყნების საელჩოების პერსონალის ევაკუაციის პარალელურად, "თალიბანმა" ქაბულზე შეტევა ყველა მხრიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S