Accentnews.ge
თურქეთი საბერძნეთისთვის სპეცთვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს: "ტყეები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს საკუთრებაა"

თურქეთი საბერძნეთისთვის სპეცთვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს: "ტყეები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს საკუთრებაა"

11/08/2021 06:03:51 მსოფლიო

თურქეთი საბერძნეთისთვის სპეცთვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.

"როდესაც ჩვენ გვექნება საშუალება, არ უნდა მოვერიდოთ მათ მეზობლებთან გაგზავნას. ტყეები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს საკუთრებაა. აქ არსებული ფლორა და ველური ბუნება ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. საბერძნეთში ხანძრებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის", – განაცხადა ქვეყნის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაქდემირლიმ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა კუნძულ ევიაზეა, საიდანაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მორიგი რთული ვითარება ათენის ჩრდილოეთით არის, საიდანაც ასევე განხორციელდა მოსახლეობს მასობრივი ევაკუაცია. დედაქალაქის ჩრდილოეთით ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.

სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 580 ხანძრის კერა გაჩნდა. საბერძნეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით 20–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ ეხმარებიან.

ცნობისთვის: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელსა და საბერძნეთს დახმარებაზე უარი განუცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S