უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება
04/08/2021 08:34:54 საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია, 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.
6–7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას, შესაბამისად, შესაბამისად, ცეცხლის დანთება გარკვეულ რისკებს შეიცავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოწოდებაა, მოქალაქეებმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს“.


