საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
04/08/2021 06:10:33 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, რის გამოც ხანძრების გაჩენის რისკი დიდია. შესაბამისად, ცეცხლის დანთება გარკვეულ რისკებს შეიცავს.
„გაცნობებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.


