Accentnews.ge
ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს – ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს – ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

03/08/2021 20:20:18 მსოფლიო

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი ცეცხლი მძვინვარებს. ხანძრის ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

შექმნილი საშიშროების გამო, ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

ხანძარს მაღალი ტემპერატურა და ქარიც უწყობს ხელს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ახლა საბერძნეთში ბოლო რამდენიმე 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღეებია.

ხანძრის შედეგად ძლიერმა კვალმა ათენის ცა დაფარა.

სამედიცინო დახმარება 6 ადამიანს დასჭირდა. მათ კვამლის გამო სუნთქვის პრობლემა შეექმნათ.

ხანძრებს ებრძვიან თურქეთსა და იტალიაშიც.

საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს დაემორჩილონ.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ჰოსპიტალიზებულები, დამწვარი სახლები და ზეთისხილის ბაღები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S