Accentnews.ge
ჰოსპიტალიზებულები, დამწვარი სახლები და ზეთისხილის ბაღები, 24 საათში გაჩენილი ცეცხლის 60 კერა – საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ჰოსპიტალიზებულები, დამწვარი სახლები და ზეთისხილის ბაღები, 24 საათში გაჩენილი ცეცხლის 60 კერა – საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

02/08/2021 08:21:52 მსოფლიო

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. ცეცხლის ქრობის პროცესში 300 მეხანძრე, 2 სპეცთვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. ხანძარი შაბათს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა.

მოგვიანებით, პელოპონესის ზერიას რეგიონში მდებარე 5 სოფლიდან, ასევე კურორტ ლოგოსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მათ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები და კვამლით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები გაანადგურა.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ზერიას რეგიონში ცეცხლის 60 კერა დაფიქსირდა, თუმცა მათი უმეტესობა უკვე ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.

ევროკავშირის "ტყის ხანძრის ევროპული საინფორმაციო სისტემის" ცნობით, ამ დროისთის დამწვარია 13 511 ჰექტარი ფართობი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: 2018 წელს საბერძნეთში ხსენებულ რეგიონში გაჩენილ ტყის ხანძარს 102 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S