Accentnews.ge
რაში დახარჯავს მოგებულ თანხას ოლიმპიური ჩემპიონი: "პირველ რიგში, მინდა, ბებია და დეიდა ემიგრაციიდან საქართველოში დავაბრუნო"

რაში დახარჯავს მოგებულ თანხას ოლიმპიური ჩემპიონი: "პირველ რიგში, მინდა, ბებია და დეიდა ემიგრაციიდან საქართველოში დავაბრუნო"

29/07/2021 12:13:11 საზოგადოება

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებული თანხით პირველ რიგში, ემიგრაციაში მყოფ ბებიასა და დეიდას საქართველოში დააბრუნებს. ამის შესახებ ბექაურმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რაში დახარჯავს იგი ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შემდეგი განაცხადა:

„პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ. [...] ზოგადად, არ მიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ ეს ჩემი პირველი სურვილია".

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს სეუ-ს რექტორმა გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა.

ცნობისთვის: ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძიუდოს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. მის მიერ ფინალში მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის რიგით მესამეა. წინა ორი მედალი – ორივე ვერცხლი ქართველ სპორტსმენებს ასევე ძიუდოში აქვთ მოპოვებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S