ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს
29/07/2021 06:31:54 საზოგადოება
ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს სეუ-ს რექტორმა გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა.
„სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას.
დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!
ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სეუ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ძიუდოს ტურნირზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხდა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.


