Accentnews.ge
ვაშაძე არ გეგმავს, საკუთარი კანდიდატურა „დაუყენოს“ მელიას

ვაშაძე არ გეგმავს, საკუთარი კანდიდატურა „დაუყენოს“ მელიას

23/07/2021 17:49:38 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თბილისის მერად საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. ჟურნალსტის კითხვას, „დაუყენებთ თქვენს კანდიდატურას მელიას?, ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში უპასუხა:

„მე პირადად არ ვაპირებ, მაგრამ ვნახოთ...“

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, „ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა?“, ვაშაძემ დადებითი პასუხი გასცა:

„კი. 99%–იანია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა სხვას დავუჭირო მხარი“.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირს, რადგან პარტიებთან კონსულტაცები არ გაუვლია.

ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ენმ–ის თავმჯდმარე ნიკა მელია იქნება. ამასთან, ენმ–ს თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლება. თბილისში მერობის კანდიდატი არ ეყოლება პარტიას "გირჩი–მეტი თავისუფლება". "ლელოს" გეგმა ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S