ენმ–ს თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლება
23/07/2021 17:09:42 პოლიტიკა
ენმ თბილისის არც ერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს საერთო ოპოზიციურ, შეთანხმებულ კანდიდატებს,– ამის შესახებ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
შესავალ სიტყვაში მან კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია წარადგინა, ვიცე–მერად – „გირჩი–მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.


