Accentnews.ge
„ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70%-ს სავარაუდოდ, „ინდური შტამი“ აქვს“ - რა სიმპტომები ახასიათებს დელტას?

„ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70%-ს სავარაუდოდ, „ინდური შტამი“ აქვს“ - რა სიმპტომები ახასიათებს დელტას?

19/07/2021 07:56:05 საზოგადოება

იმ პაციენტების მნიშვნელოვანი უმეტესობა, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, კორონავირუსული ინფექციის “ინდური შტამით” არიან ინფიცირებულები,- ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

"შემთხვევების მატებასთან ერთად იძაბება სიტუაცია, ამ ეტაპზე 112 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.

დაავადების მიმდინარეობის, კლინიკური სურათისა და გავრცელების გათვალისწინებით, ანამნეზის გათვალისწინებით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ 70% ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა, “ინდური შტამით” არის ინფიცირებული.

“ინდურ შტამს” უფრო მეტად, ბანალური გრიპის ჩივილები აქვს, ვიდრე წინა ტალღების დროს იყო და უფრო სწრაფი გავრცელება," - ამბობს ლიკა მუმლაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე ამბობს, რომ ამჟამად კლინიკაში ზრდასრული კოვიდ–ინფიცირებულებისთვის მობილიზებული 350 საწოლი მთლიანად დატვირთულია.

მისივე ინფორმაციით, საწოლების რაოდენობას ყოველდღიურად ამატებენ.

"ბავშვთა საწოლებს რაც შეეხება, სრულ მზადყოფნაში ვართ და საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს ოპერირებას ბავშვთა საწოლებით რესპუბლიკური საავადმყოფოც," - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ბოლო კვირის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები მატულობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აგვისტოსთვის ქვეყანაში ამ დროისთვის დომინანტ „ბრიტანულ შტამს“ „ინდური“ ჩაანაცვლებს, რომელიც მეტი გადამდებობთ ხასიათდება. სპეციალისტები ერთადერთ გამოსავლად რეგულაციების დაცვას და ვაქცინაციას ასახელებენ.

იხილეთ ასევე: თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S