თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
19/07/2021 06:50:40 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 848 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1231 პირი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა,
- აჭარა - 94,
- იმერეთი - 46,
- ქვემო ქართლი - 44,
- შიდა ქართლი - 25,
- გურია - 21,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35,
- კახეთი - 64,
- მცხეთა-მთიანეთი - 11,
- სამცხე-ჯავახეთი - 12,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 960 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423


