Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ერთჯერადად ვაქცინირებული 12 პირი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ერთჯერადად ვაქცინირებული 12 პირი გარდაიცვალა

16/07/2021 12:17:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებს შორის, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა.

„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების1653 ახალი შემთხვევა. სპეციალისტები აღნიშნულს კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელებას, ვაქცინაციის შენელებულ პროცესს და რეგულაციების დაუცველობას უკავშირებენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ჩვილის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S