Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

16/07/2021 06:55:26 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 653 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 466 პირი გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,67 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა,
  • აჭარა - 118,
  • იმერეთი - 155,
  • ქვემო ქართლი - 96,
  • შიდა ქართლი - 48,
  • გურია - 13,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72,
  • კახეთი - 94,
  • მცხეთა-მთიანეთი - 39,
  • სამცხე-ჯავახეთი - 20,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 34, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 138 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 877, პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 086.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 957 პირი გამოჯანმრთელდა, 5 516 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S