Accentnews.ge
ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი ტურისტი მოინახულა

ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი ტურისტი მოინახულა

07/07/2021 14:12:40 საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პოლონელ ტურისტს შეხვდა, რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს.

თურნავამ შეხვედრისას თქვა, რომ პოლონელ მოქალაქეზე თავდასხმა ერთეული შემთხვევაა და აქ ყველა ტურისტი დაცულია.

„თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ასევე: „ათეულობით ჯავშანი გაუქმდა“ – სასტუმროს მფლობელი ძალადობრივი ინციდენტის შედეგებზე საუბრობს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S