Accentnews.ge
ჯაღმაიძე – მედიაზე ძალადობაზე: "ძალიან სამწუხარო ფაქტია, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან"

ჯაღმაიძე – მედიაზე ძალადობაზე: "ძალიან სამწუხარო ფაქტია, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან"

05/07/2021 08:08:00 საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაზე ამბობს, რომ "ძალიან სამწუხარო ფაქტია".

იგი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. ძალადობრივი ჯგუფები მედიის მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.

მანამდე, საპატრიარქომ მოუწოდა მოსახლეობას, "ღირსების მარშის" კონტრაქციაზე გამოსულიყვნენ. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S