რუსეთში კორონავირუსის ახალი შტაბის – „დელტა+“–ის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან
29/06/2021 13:45:56 მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტაბის „დელტა+“–ის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან.
როგორც რუსული მედია წერს, „ინდური შტამი“ ქვეყანაში თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. შემდეგ გამოვლინდა შტამის სამი ქვესახეობა: B.1.617.1, B.1.617.2 ("დელტა") და B.1.617.3. მათ განასხვავებენ რამდენიმე მუტაციით და სხვადასხვა გზით ვცელდებიან მსოფლიოს მასშტაბით.
„დელტა +“ შტამი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში გასულ კვირას დააფიქსირეს. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია ინფექციის 22 შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირაა, რუსეთში კოვიდ–ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. აღნიშნულს ქვეყანაში "ინდური შტამის" გავრცელებას უკავშირებენ.


