NATO ერაყში მისიის გაფართოებას გეგმავს
28/06/2021 14:35:01 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს.
„მოხარული ვარ დღევანდელ შეხვედრაში, რომ ვმონაწილეობ. ნატო-ს მტკიცე ვალდებულებაა საბოლოოდ გაანადგუროს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. ეს მოიცავს ჩვენ გეგმას გავააქტიუროთ წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევა ნატო-ს მისიის ფარგლებში ერაყში, რაც ერაყის მთავრობის თხოვნის ხდება“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
სტოლტენბერგი რომში იმყოფება სადაც ე.წ.ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის მინისტრების სხდომას ესწრება.
იხილეთ ასევე: ამერიკულმა ავიაციამ ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციებზე იერიში მიიტანა
შეგახსენებთ, რომ ნატო ავღაეთში მისიას სექტემბრისთვის ასრულებს. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთი უკვე დატოვეს.


