Accentnews.ge
ისრაელში კორონავირუსულმა ინფექციამ კვლავ იფეთქა

ისრაელში კორონავირუსულმა ინფექციამ კვლავ იფეთქა

22/06/2021 15:32:34 მსოფლიო

ისრაელში უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, კორონავირუსული ინფექცია 125 პირს დაუდასტურდა.

როგორც ირკევა, ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის ინდური შტამი ცირკულირებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების 70% სწორედ ინდურ შტამს უკავშირდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების უმეტესობა ბავშვები არიან და ინფიცირებულთა მესამედს უკვე მიღებული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.

მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში თითქმის მთიანად მოიხსნა შეზღუდვები, თუმცა გასულ კვირას ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ინდურ შტამი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მაგრა, არა მძიმე სიმპტომებით. ამასთან, აღნიშნავენ იმასაც, რომ ვაქცინაცია ვირუცით გამოწვეული გართულებებისგან იცავს.

ინფორმაციისთვის: ინდური შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა. მართალია, ამ დროისთვის ერთეული შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი გავრცელება 10–15%–ია. ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მით უფრო, რომ საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S