"არ გავიმეოროთ შარშანდელი შეცდომა!"– გამყრელიძის ვარაუდით, "ინდური შტამის" გავრცელება 10–15%–ია
21/06/2021 09:56:58 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით გავრცელება10-15%–ია.
„დღეს ქვეყანაში ოფიციალურად ინდური შტამის 20 შემთხვევა გვაქვს აღრიცხული – იყო 18 და შაბათს დადასტურდა კიდევ ორი. ვვარაუდობთ, რომ 10-15 პროცენტი არის უკვე ეს დელტა, ანუ ინდური შტამი ქვეყანაში. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც შარშან იყო, რომ თითქოს ყველამ დავიჯერეთ, დავამარცხეთ კოვიდი და შემდეგ ვნახეთ, რა მოხდა ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შემაგხსენებთ, რომ ამ დრომდე ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებდა.


