Accentnews.ge
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი"

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი"

21/06/2021 10:07:17 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის შეფერხება აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა და პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

"ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გვქონდეს გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის პერიოდში, როცა მას აქვს განსაკუთრებით კარგი ე.წ. ბუსტერული, ანუ გამაძლიერებელი ეფექტი. დღეს რესპუბლიკურში პრობლემა აღარ იქნება, რადგან ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან და რუსთავიდან მოვახდინეთ მობილიზება გარკვეული ნამატი დოზების და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას, მაგრამ დანარჩენზე უნდა დავლაგდეთ ამ კვირაში. დღეს ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მომწოდებელთან, რომ დაგვიზუსტოს როდის მოგვაწვდის 43 ათას დოზას", – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო. ვაქცინის 43 000–მდე დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, პრეპარატი 43 000 ადამიანის აცრისთვის გაწერეს. როგორც ჯანდაცვის სამინიტროსში აცხადებდნენ, მოსახელობას ვაქცინის მეორე დოზებით ქვეყანაში დამატებითი დოზების შემოტანის შემდეგ აცრიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S